ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ, - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში ერთდროულად 30 დღით დარჩენას შეძლებენ. დღეს მთავრობის სხდომაზე 25 საკითხი განიხილეს, საიდანაც 17 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წარადგინა. სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადებები ლევან დავითაშვილმა და განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გააკეთეს. შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, მსხვილი ჰესები და სხვა საკითხები მოიკითხა BMG-ის მთავარმა რედაქტორმა.