70-მდე ადამიანია მოყოლილი სასტუმროს ნანგრევებში, რომელიც ჩინეთში ჩამოინგრა და სადაც კორონავირუსის გამო მოქალაქეები კარანტინში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
შემთხვევა ქყანჟოუში, ფუჯიანის პროვინციაში მოხდა. სასტუმროს ჩამონგრევის მიზეზები უცნობია. ამ დროისთვის ნანგრევებიდან 24 ადამიანია გამოყვანილი.

























