მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩინეთში საწყობს ვხსნით" - Auto Import Georgia

Auto Import Georgia

Auto Import Georgia ჩინეთში საწყობს ხსნის. ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა გურამ როსტიაშვილმა განაცხადა.

"სიახლე გვაქვს, ჩინეთში ვხსნით უკვე ჩვენ საწყობს, კვლევები ჩატარებული გვაქვს და ახლა მოლაპარაკებები გვაქვს საწყობებთან დაკავშირებით. ალბათ, აქაც ჩავერთვებით. აზიის მხარე ჩვენთვის საკმაოდ საინტერესოა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამხრეთ კორეიდან ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები ვართ საქართველოში. მარტო საქართველოში არა, ჩვენი პარტნიორი კორეული კომპანია მსოფლიოს ამარაგებს. შესაბამისად, საწყობები, ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკური ჯაჭვი საკმაოდ კარგად გვაქვს აწყობილი", - ამბობს გურამ როსტიაშვილი.

მან ლოგისტიკის მიმართულებით გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ სუეცის არხში შექმნილმა პრობლემებმა ტრანსპორტირების ვადები დაახლოებით ერთი თვით გაზარდა.

"Auto import Georgia ძირითადად აზიურ ბაზარზეა ორიენტირებული და კორეულ ბაზარზე, კორეული მანქანების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პირველი შემომყვანები ჩვენ ვართ. სხვათა შორის ჩვენ ინდუსტრიას ამ კრიზისებმა წითელი ზღვის კრიზისმა ცოტა დაარტყა, ვინაიდან სუეცის არხზე ვეღარ გამოდის უკვე დიდი გემები. ეს დღემდე პრობლემად რჩება და ტრანსპორტირების ვადები საკმაოდ გაზრდილია. ღირებულებას რაც შეეხება, სხვათა შორის, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტენდენცია კლებისკენ მიდის. ჯერ ვერ ამოვხსენი ეს საკითხი, თუ რატომ. ალბათ, ფასი დარეგულირდა. თავდაპირველად როცა ლოგისტიკური ჯაჭვი აირია, იქ ალბათ ბევრი გადანაცვლება მოხდა, შესაბამისად, ფასები კატასტროფულად გაიზარდა, მაგრამ ბოლო პერიოდში განახევრდა, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო ნაკლებიცაა ფასები, თუმცა დრო მაინც იგივე დარჩა და საერთო ჯამში ეს ზოგადად პრობლემას გვიქმნის", - აცხადებს გურამ როსტიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები