მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა" - სახელმწიფო მედია

ჩინეთი

"ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში ძლიერმა წვიმამ და ქარმა სულ მცირე 15 ადამიანი იმსხვერპლა, 275 კი დაშავდა. პარალელურად, ქვეყნის სამხრეთში ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა", - ამის შესახებ სახელმწიფო მედია იტყობინება.

ტელეკომპანია CCTV-ს ცნობით, ხუბეის პროვინციის რამდენიმე რაიონში ორშაბათს "მკაცრი კონვექციური ამინდი" დაფიქსირდა. "ძლიერმა ჭექა-ქუხილმა და ქარმა გადაუარა" ქალაქებს, მათ შორის ხუანშისა და ხუანგაანს. ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა ტორნადო, ხოლო ცხრა ადამიანი დაკარგულად ითვლება.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ უსაფრთხო ადგილებში 408 ადგილობრივი მცხოვრებლის ევაკუაცია განახორციელა.

ტაიფუნ "მაისაკის" (Maysak) მიერ გამოწვეულმა ძლიერმა წვიმამ და მასშტაბურმა წყალდიდობამ სამხრეთ გუანსის რეგიონში სულ მცირე ორი ადამიანი იმსხვერპლა, ორშაბათს საღამოსთვის კი ხელისუფლება იძულებული გახდა მინიმუმ 48 000 ადამიანის ევაკუაცია განეხორციელებინა.

გუანსის ადმინისტრაციულ ცენტრ ნანინში ოფიციალურმა პირებმა წყალდიდობის საწინააღმდეგო საგანგებო რეაგირების რეჟიმი უმაღლეს დონემდე გაზარდეს მას შემდეგ, რაც კოკისპირულმა წვიმამ ჯებირები გაარღვია. წვიმის შედეგად წყალსაცავის კაშხლის კედლები ჩამოინგრა.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სამაშველო ოპერაციების მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა.

ტელეკომპანია CCTV-ის ცნობით, სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა "საგანგებო სამაშველო ოპერაციების ორგანიზებისთვის, დაშავებულთა მკურნალობისა და დაზარალებული მოსახლეობის განსახლებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზების აუცილებლობა, რათა ეფექტურად განხორციელდეს სტიქიის პრევენციისა და დახმარების სამუშაოები".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები