საქართველო ჩინეთს შორის საერთაშორისო სახმელეთო სატვირთო გადაზიდვებისთვის გამოყოფილი კვოტა თითქმის სრულად არის ათვისებული- ამის შესახებ bm.ge-თან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძე ამბობს, ქართველმა გადამზიდავებმა უფრო აქტიურად დაიწყეს ჩინეთის მიმართულებაზე მუშაობა და ამ მიმართულებით ტვირთბრუნვის ზრდის მოლოდინი არსებობს, რასაც წესით ყოველწლიურად არსებული კვოტის გადახედვა უნდა მოჰყვეს. რა გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე საუბრობენ გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე გადამზიდავები ჩინეთის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვების ნაწილში.