მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მახსოვს სკეპტიციზმი და შიში ქვეყნის შიგნით"

5a678b637ac74
BM.GE
23.01.18 23:14
1083
საქართველოს პრემიერმინისტრი შვეიცარიის ქალაქ დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მან მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში Strategic Outlook – Eurasia.

მან ერთ-ერთ კითხვაზე საპასუხოდ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე სკეპტიციზმი არსებობდა, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენელთა შორისაც.

„როცა დავიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, მახსოვს სკეპტიციზმი და შიში ქვეყნის შიგნით, ბიზნესის წარმომადგენელთა შორის, შიში, რომ ამან შეიძლება დაასამაროს საქართველოს ინდუსტრიული განვითარების პერსპექტივები. ასე არ მოხდა

საქართველოში შეინიშნება სრულიად საპირისპირო ტენდენცია. ჩინური კომპანიები განიხილავენ საქართველოს, როგორც წარმოების პოტენციურ ადგილს, ცენტრს, სულ მცირე, პროდუქციის ნაწილობრივი წარმოების კუთხით, რათა ეს ნაწარმი გაიყიდოს ევროპის ბაზარზე, და პირიქით.

დღეს ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ინდურ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ფილიალების გახსნით ბიზნესის აუთსორსინგის მიზნით. ეს კი ნიშნავს, რომ საერთაშორისო ვაჭრობისთვის გახსნას მეტი პერსპექტივა მოაქვს, ვიდრე დაბრკოლება”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები