მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ მემორანდუმი გაფორმდება

57f3785fc711a
BM.GE
04.10.16 13:36
1124
ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებიწარმატებით დასრულდა. მემორანდუმი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ხვალ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის გაფორმდება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულ მემორანდუმს ხელი ეწერება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის გაო ხუჩენის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც თბილისში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პირველ ვიცე-პრემიერთან. მხარეებს შორის საქართველოსა და ჩინეთს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივების საკითხები განიხილება, მათ შორის, აბრეშუმის გზის ახალი კონცეფცია „ერთი გზა - ერთი სარტყელი.“

"ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესიბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეშიდასრულდა“, - განმარტავენ სამინისტროში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები