მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური ავიაკომპანია მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ ფრენებს იწყებს

china

ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines მსოფლიო რეკორდს ხსნის და ყველაზე გრძელ პირდაპირ მარშრუტზე, შანხაი - ბუენოს-აირესი, ფრენებს 2025 წლის 4 დეკემბრიდან იწყებს.

ფრენა 19 635 კმ-მდე მანძილს დაფარავს და 29 საათს გაგრძელდება, 2.5-საათიანი შესვენება კი ქალაქ ოკლენდში იქნება, თუმცა, რადგან მგზავრები თვითმფრინავს არ ტოვებენ, რეისი მაინც პირდაპირ ფრენად ითვლება. შანხაიდან ბუენოს-აირესამდე მგზავრობა 26 საათს გრძელდება, უკანა გზის დასაფარად კი თვითმფრინავს 29 საათი სჭირდება, რითაც ყველა არსებულ სამგზავრო მარშრუტს აღემატება.

ფრენებს China Eastern Airlines კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ეკონომ, ასევე ბიზნეს და პირველი კლასის ბილეთები. შანხაიდან ბუენოს-აირესის მიმართულებით ფრენები ორშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება, უკან დაბრუნება კი მგზავრებს სამშაბათსა და პარასკევს შეეძლებათ.

ავიაბილეთები უკვე იყიდება და ღირებულება $1740-1900-დან იწყება.

ამ დრომდე, ყველაზე ხანგრძლივ ერთგაჩერებიან ფრენას China Airlines პეკინიდან სან-პაოლოს მიმართულებით ასრულებდა. გლობალური რეიტინგის სათავეში კი Singapore Airlines ხვდება, რომლის რეისიც, ნიუ-იორკიდან სინგაპურამდე, 19 საათს გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები