2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლის ამ მონაკვეთში ქვეყანაში 27 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ჩინური მანქანების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 111%-ით მეტია.
ამის მიზეზად სფეროს სპეციალისტები ძირითადად ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას ასახელებენ. თუმცა გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. ბაზრის ტენდენციებზე ვისაუბრებთ BMGAUTO ს დღევანდელ ეთერში, მითუმეტეს, რომ ჩინური წარმოების Geely და Zeekr საქართველოშიც არის წარმოდგენილი.
მისი ოფიციალური იმპორტიორი Tegeta Cars-ია. Geely Auto ავტოგიგანტის, Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდია. ამავე ჰოლდინგშია პრემიუმ ხარისხის, ტექნოლოგიურად განვითარებული ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr-ის ბრენდი, რომელიც ელექტრომობილებს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის.
სტუმარი: გაგა კოხრეიძე - "თეგეტა ჰოლდინგის" მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცრის მოადგილე;