მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური ავტომობილების გაყიდვები გლობალურად მკვეთრად გაიზარდა

ჩინური მანქანები

ჩინური ავტომობილების ექსპორტი მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად გაიზარდა. ეროვნული ასოციაციის მონაცემებით, გასულ თვეში ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობამ 748,000 ერთეული შეადგინა, რაც წლიურად 82.4%-იან ზრდას წარმოადგენს. ამასთან, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების ექსპორტი 140%-ით გაიზარდა და 363,000 ერთეული შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ BYD-სა და Geely Auto-ს მსგავსი გიგანტები გაფართოებას ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცდილობენ, რადგან თავად ჩინეთში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები მარტში 19.2%-ით შემცირდა.

ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების შემცირებაზე გავლენა იქონია სახელმწიფო სუბსიდიების შემცირებამ, უძრავი ქონების სექტორში არსებულმა კრიზისმა და ბრენდებს შორის გამძაფრებულმა კონკურენციამ. ექსპერტების პროგნოზით, ჩინური ავტომწარმოებლების გლობალური გაყიდვების მოცულობა წელს, გასულ წელთან შედარებით, 20%-ით ან უფრო მეტით გაიზრდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის ომის ფონზე გაზრდილი საწვავის ფასები მომხმარებლებში ელექტრომობილებზე გადასვლის სტიმულს აძლიერებს. ამ მიმართულებით გლობალური ლიდერი კი სწორედ ჩინეთია, რომელიც ამ მოცემულობით სარგებლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები