მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური ავტომობილების იმპორტი იზრდება - როგორია პერსპექტივა?

ავტომობილთა იმპორტიორებისთვის პროცედურები გამარტივებაზე, - ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა. ცვლილებების მიხედვით, გამარტივებული დოკუმენტაციური კონტროლი აქამდე არსებული ქვეყნების გარდა კიდევ 2 ახალ ქვეყანაში დაწესდა, ესენია - ისრაელი და ჩინეთი.

ბოლო წლებში, ჩინეთიდან სხვადასხვა სახის და დანიშნულების ავტომობილების იმპორტი იზრდება. ეს ერთი მხრივ, ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოების ხარისხის დახვეწას, ხოლო მეორე მხრივ, ბევრი ტრადიციული ავტომწარმოებლის მიერ ქარხნების ჩინეთში გადატანას უკავშირდება. გასული წელი ჩინეთიდან მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების და სპეცტექნიკის იმპორტის კუთხით რეკორდული იყო, მაგრამ 2024 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ წელს, შესაძლოა, მორიგი რეკორდი დაფიქსირდეს.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, ჩინეთიდან საქართველოში $18.6 მილიონის ღირებულების 1,119 მსუბუქი, $19.9 მილიონის ღირებულების 492 სატვირთო ავტომობილი და $6.6 მილიონის ღირებულების 83 ერთეული სპეცტექნიკა შემოვიდა. ჯამში, მიმდინარე წლის ხუთ თვეში, ქვეყანაში ჩინეთიდან $45.1 მილიონის ღირებულების ავტომობილები და მანქანები შემოვიდა.

სტუმარი: ირინა დარჩია - E-Motors Georgia-ს გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები