მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური CAMCE საქართველოში ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული

585a84aeb6d13
BM.GE
21.12.16 17:32
3985
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ჩინური კომპანია CAMCE-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ჩინური კომპანია CAMCE SINOMACH-ის შვილობილი, ერთერთი უმსხვილესი სახელმწიფო კორპორაციაა ჩინეთში. საქართველოს მიმართ მისი ინტერესი კი, განპირობებულია ჩინეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მაღალი დონის მოლაპარაკებებით, რომელიც 2017 წელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები