მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური CEFC-ის ხელმძღვანელის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს

5a98069bb37cf
BM.GE
01.03.18 17:54
1614
ჩინური CEFC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ეკონომიკურ დანაშაულში სდებენ ბრალს. საქმის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. საერთაშორისო მედია წერს, რომ ჩინური კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის იე იანმინგის მიმართ გამოძიება მიმდინარე წელს დაიწყო და ის დაკითხვაზე უკვე 4-ჯერ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჩინური CEFC China Energy გასულ წელს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მფლობელი გახდა, რაშიც მან სახელმწიფოს 24 589 000 ლარი გადაუხადა.

ამასთან უმსხვილესი ჩინური კონგლომერატის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოსტს იკავებს საქართველოს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

CEFC Energy Company Limited-ი ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. კომპანიის ინტერესების სფეროს ასევე წარმოადგენს ფასიანი ქაღალდები, აქტივების მართვა და ტრანსსასაზღვრო ტერმინალების მშენებლობა.

2017 წლის მონაცემებით, კომპანია CEFC Energy Company Limited-ი ჩინეთის მე-8 ყველაზე მსხვილ კომპანიად დასახელდა, ხოლო Fortune 500-ის რეიტინგში კომპანია 222-ე ადგილს იკავებს. მისი წლიური ბრუნვა 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები