მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური Chery Auto ბირჟაზე IPO-ს და რუსეთის ბაზრიდან გასვლას გეგმავს

chery auto

ჩინური კომპანია - Chery Auto ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დებიუტისთვის ემზადება. როგორც ცნობილია, კომპანიას IPO-ზე გასვლით დამატებითი კაპიტალის მოზიდვა და ახალი მოდელების წარმოებაში ინვესტიციის ჩადება სურს.

განვითარების სტრატეგიასთან ერთად, კომპანიის მენეჯმენტმა რუსეთის ბაზრიდან გასვლის გეგმაც წარმოადგინა, რაც საერთაშორისო სანქციების ზეწოლით და ამ ბაზარზე არსებული ვითარებით არის განპირობებული.

მართალია, გასულ წელს Chery Auto-ს საერთო შემოსავლების 25.5% რუსეთზე მოდიოდა, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება და 687 შოურუმიდან რამდენიმეს დახურვა სურს.

კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, რუსეთიდან სრულად გასვლა არ არის Chery Auto-ს მიზანი და კომპანია რამდენიმე ბრენდით მაინც გააგრძელებს ბაზარზე განვითარებას, მათ შორის იქნებიან: Exeed, Omoda და Jaecoo.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები