Reuters-ის ინფორმაციით, ჩინური ტაქსის კომპანია Didi ესტონურ კომპანია Taxify-ში ინვესტირებას და თანამშრომლობას გეგმავს. ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ Didi ხელს შეუწყობს Taxify-ს განვითარებას და დაეხმარება ევროპასა და აფრიკაში ყველაზე პოპულარულ ტაქსის სერვისად იქცეს.
Taxify Uber-ის კონკურენტია, რომელიც ევროპისა და აფრიკის 18 ქვეყანაში ოპერირებს და 2,5 მილიონ მომხმარებელს ითვლის. მათ შორის Taxify-ით მომსახურება შესაძლებელია საქართველოში, ისევე როგორც ჩეხეთში, ლიტვაში, ლატვიში, ბელორუსში უკრაინასა და უზბეკეთში. Didi-ს მომხმარებელთა რაოდენობა 400 მილიონს შეადგენს. 2016 წლის ბოლოს ამავე კომპანიამ ჩნური Uber-ის მართვის უფლებაც შეიძინა.

























