მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური გიგანტებიVS ქართველი გადამზიდავები - შუა დერეფნის ახალი შესაძლებლობები და კონკურენციის რისკები;

ჩინეთმა სახმელეთო ლოგისტიკური პოტენციალი მკვეთრად გაზარდა - საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების TIR სისტემა ქვეყანამ 48 სასაზღვრო პორტსა და ევროპასთან დამაკავშირებელ 60-ზე მეტ მარშრუტზე დანერგა. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გაიზარდოს შუა დერეფნის გავლით სახმელეთო გადაზიდვებიც. TIR კონვენცია საავტომობილო გადაზიდვებს უფრო კონკურენტულს ხდის საზღვაო გზასთან შედარებით, თუმცა ეს პროცესი ორმხრივია: ერთი მხრივ, ის ზრდის საქართველოს სატრანზიტო როლს, მეორე მხრივ კი, ქართველი გადამზიდავების წინაშე ჩინურ გიგანტურ კომპანიებთან კონკურენციის რისკს აჩენს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველომ ჩინეთთან გაცვლილი ორმხრივი ტრანზიტული ნებართვების 70% უკვე აითვისა, თუმცა, პარალელურად, საქართველოს გზათსარგებლობიდან მიღებულ შემოსავლებში კვლავ შემცირების ტენდენცია აქვს. რატომ არ აისახა ჩინეთის მიერ გააქტიურებული სახმელეთო გადაზიდვები საქართველოზე გამავალ მარშრუტზე და რა გამოწვევების წინაშე არიან ქართველი გადამზიდავები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები