საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და CHINA TIANCHEN ENGINEERING CORPORATION (CNCEC) -ის
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაი ჰეგენმა და China Tianchen Engineering Corporation TCC ხელმძღვანელმა იუან შუემინ გარდაბანში დღეს ხელი მოაწერეს მემორანდუმს.
მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოში ქიმიური საწარმოს მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მხარეები განაგრძობენ საქართველოში სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ქარხნის პროექტთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას. TCC მზადაა დეტალურად განიხილოს და მხარი დაუჭიროს ამგვარ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც იგეგმება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ;
ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია ზემოაღნიშნულ პროექტზე თანამშრომლობისთვის ბაზის ჩამოყალიბება, რის საფუძველზეც მხარეები გადაწყვეტენ სამომავლო შეხვედრის თარიღებს და მიაღწევენ ურთიერთშეთანხმებას თანამშრომლობის დეტალებზე. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, მხარეები მოგვიანებით განსაზღვრავენ შეხვედრის თარიღებს;