ჩინური ინვესტიციით საქართველოში შუშის ბოთლების წარმოების დაწყება იგეგმება,-ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.
მათი ცნობით, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში „ჩინეთის ნაციონალური იმპორტ-ექსპორტის კორპორაციის“ (CNTIC –ის) ვიცე პრეზიდენტი ჭანგ ჭონგხუა; „ჩინეთის შუშის ინდუსტრიის, დიზაინისა და კვლევის ინსტიტტის“ (CNBM -ის) დირექტორი სია ხუ და ჩინეთის „TouchStone Financial Group Holdings ltd”-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ქენი სონგი მიიღო.
ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შუშის ბოთლების წარმოების საინვესტიციო პროექტის დეტალებზე იმსჯელეს. ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები საქართველოში ბიზნესის დაწყებას ქვეყნის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში განიხილავენ. ჩინელი ინვესტორები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს გარემო შეაფასეს და განაცხადეს, რომ საქართველოში შუშის ბოთლების წარმოება იმპორტს ჩაანაცვლებს, ადგილზე წარმოებულ პროდუქციას გააიაფებს და სამუშაო ადგილებს შექმნის.

























