მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური იუანი მკვეთრად გამყარდა - მიზეზები

ჩინური იუანი

ჩინური ეროვნული ვალუტა მკვეთრად გამყარდა - ამჟამად 1 იუანის სანაცვლოდ 0.14 ამერიკული დოლარის შეძენაა შესაძლებელი, რაც ერთწლიან პერიოდში თითქმის 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ვალუტის გამყარება პირდაპირ კავშირშია მთავრობის მიერ წარმოდგენილ ახალ გეგმასთან, რომელიც ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად.

კონკრეტულ ნაბიჯებს რაც შეეხება, ცენტრალური ბანკი უახლოეს პერიოდში ბანკებისთვის სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნებს 50 საბაზისო პუნქტით შეამცირებს, რაც დაახლოებით 142 მილიარდ დოლარს გამოათავისუფლებს საბანკო სისტემიდან.

გარდა ამისა, უძრავი ქონების ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 50 საბაზისო პუნქტით შემცირება და მინიმალური წინასწარი შენატანის მოცულობა 15%-მდე კორექტირდება.

აგრეთვე, საუბარია რეფინანსირების განაკვეთის დამატებით შემცირებაზე და ზოგიერთი სექტორისთვის სახელმწიფო სუბსიდიების გამოყოფაზე.

ინვესტორების მხრიდან პოზიტიური რეაქციის მიუხედავად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება საკმარისი არ იქნება ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის. მათი თქმით, რეალური მოთხოვნის წასახალისებლად ფისკალური ცვლილებები და საკანონმდებლო რეფორმებია საჭირო, რასაც მთავრობა ისევ თავს არიდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები