მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური კომპანია Kacexpo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის  გამოფენა-გაყიდვა 21 სექტემბერს გაიხსნება

ჩინური კომპანია Kacexpo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის  გამოფენა-გაყიდვა 21 სექტემბერს გაიხსნება!
18.09.24 12:07
184

ჩინური კომპანია Kacexpo- ორგანიზებით, უკვე მესამედ, საქართველოში ჩინური ნაწარმის დიდი გამოფენა-გაყიდვა - World Trade Expo 2024, 21სექტემბერს გაიხსნება და სამი დღის განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა ესტუმროთ.

განმოფენა საინტერესო იქნება როგორც საცალო დამთვალიერებლისთვის ვისაც უბრალოდ საყოფაცხოვრებო ნივთების, წვრილი სამზარეულო ტექნიკის, ტექსტილის, ავტომობილის თუ ავტო ნაწილების შეძენა სურს არამედ კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება კომპანებისთვის ვინც ეძებენ პარტნიორებს თუ პროდუქციის მომწოდებლებს ჩინეთიდან.

ღონისძიება საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში, 21-23 სექტემბერს გაიმართება და ათობით მონაწილე კომპანიას გააერთიანებს სხვადასხვა სექტორიდან:
სამშენებლო მასალა და ტექნიკა;
სამომხმარებლო პროდუქცია;
სასოფლო-სამეურნეო სარწყავი ტექნოლოგიები;
სამრეწველო აღჭურვილობა და მზის პანელები;
საყოფაცხოვრებო პროდუქცია და ელექტრო მოწყობილობები
ავტომობილები და ავტონაწილები;
შრომის უსაფრთხოების პროდუქცია.

გვესტუმრეთ, აღმოაჩინეთ ახალი ბიზნეს შესაძლებლობები და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ჩინეთიდან.

  • გამოფენაზე დასასწრებად შეგიძლიათ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://shorturl.at/LfLGZ
    დასწრება თავისუფალია!

გელოდებით 21-22-23 სექტემბერს, წერეთლის #118-ში, 11:00-დან 18:00 მე-11 პავილიონი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები