მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური კომპანია საქართველოში $25 მლნ ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

5af9a3728cb1f
BM.GE
14.05.18 19:00
1489

 ჩინურიკომპანია „Emeishan Gongping Environmental Technology“ საქართველოში 25 მილიონი  დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია შეხვდა.  შეხვედრაზე ოთარ დანელიას, კომპანიის დამფუძნებლებმა საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტი გააცნეს. პროექტის მიხედვით, საწარმოს მშენებლობა მხარდაჭერის შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში იგეგმება.

კომპანია პირველ ეტაპზე 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას და ასევე, მეორე ფაზაზე დასავლეთ საქართველოში ანალოგიური გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს.

ორმხრივ შეხვედრას, კომპანიის აღმასრულებელ იდირექტორი ინ ჩენგი, თანადამფუძნებლები - ვან გდელიანგი და ლი პო ესწრებოდნენ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები