მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური კომპანია საქართველოში მინის ბოთლების წარმოების დაწყებაზე მოლაპარაკებებს გამართავს

579f0e6558039
BM.GE
01.08.16 12:46
2947
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. საქართველოს დელეგაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძრვანელობდა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში შანხაისა და ნანჩანგში საქმინი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

შანხაიში ჩინურ-ქართული ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართულ შხვედრებზე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა Oriental Patron Financial Group -თან საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენა რეაბილიტაციის პროექტის დეტალები განიხილეს. მაშტაბური საინვესტიციო პროექტი მაღალი ტექნელოგიებით დამზადებული ჩაის საერთშოისო ბაზარზე გატანას გულისხმობს. მინის ბოთლების საქართველოში წარმოებასა და კონკრეტულ ბიზნეს გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა ასევე China National Technical Import & Export corporation -ის გენერალურ დირექტორთან. შეხვედრაზე მხარეები შთანხმდნენ, რომ პროექტის ტექნიკური პარამეტრების, მოცულობისა და დეტალების განსაზღვრის შემდეგ საქართველოში მინის წარმოებასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები დაიწყება. საპარტნიპრო ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრა გამართეს Jilin New Royal Co.,LTD -თან, კომპანია საქართელოს ჯანდაცვის სექტორში ინვესტირებით და სარეაბილიტაციო კლინიკს მშენებლობით ინტერესდება, სადაც დასავლურ მედიცინასთან ერთად წარმოდგენილი იქნება ჩინური მედიცინის სახლიც და სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ასევე შეხვედრა გამართა ჰონგ კონგის საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიებთან Oriental Patron Financial Group და Kaisun Energy Group Limited-თან სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრეს ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე საპარტნიორო ფონდის აქციების დალისტვის თაობაზე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები