როგორც სააგენტოში BM.GE-ს განუცხადეს, უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები. V ბლოკზე, რომლის ფართობი 5043 კმ2-ია და ადმინისტრაციულად მოიცავს წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ცაგერის, ხონის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, აბაშის, სამტრედიის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს და ქ. ფოთს, მოლაპარაკებები დასრულებულია კონსორციუმთან, რომლის შემადგენლობაში შედიან კოპანიები შპს „ვესტ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია“ და „ჩინეთის ახალი ვარსკვლავი“.
რაც შეეხება VIA ბლოკს, მისი ფართობი 3291 კმ2-ია და ადმინისტრაციულად მოიცავს ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურის, ტყიბულის წყალტუბოს, სამტრედიის, ხონის, ვანის, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს.
VIB ბლოკის სახელშეკრულებო ფართობი 3005 კმ2-ია და ადმინისტრაციულად მოიცავს ამბროლაურის, ონის, საჩხერის, ჭიათურის, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, ხარაგაულის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. ორივე ბლოკის პროექტთან დაკავშირებით მოლაპარეკებები უკვე დასრულებულია კოსორციუმთან, რომლის შემადგენლობაში შედიან კომპანიები შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჟი და ჩინეთის ახალი ვარსკვლავი.
სააგენტოს ინფორმაციით, მოლაპარაკებები პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების თაობაზე გამარჯვებულ კომპანიებთან დასრულებულია და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეთანხმებული ტექსტი გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის მისაღებად. მათი თქმით, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ იგეგმება აღნიშნული ხელშეკრულებების ხელმოწერა. ხელმოწერის ბონუსის სახით ზემოაღნიშნული ინვესტორები ჯამურად საქართველოს ბიუჯეტში 3 690 000 დოლარს გადაიხდიან.

























