მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური საფონდო ბირჟა რეკორდულად გაიზარდა

ჩინეთი

ჩინეთის საფონდო ბირჟა რეკორდული ტემპით იზრდება, ერთ დღეში ფლაგმანური Shanghai-ის ინდექსის ღირებულება 8%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 16 წელიწადში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია. ერთკვირიან პერიოდში ჩინური საფონდო ბირჟის ზრდის მაჩვენებელი 25%-ს აღწევს, რაც ასევე რეკორდული შედეგია.

ასეთი მკვეთრი ზრდა იმ მარტივი მიზეზითაა განპირობებული, რომ ჩინეთის მთავრობა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად მილიარდობით დოლარის გამოყოფას, რეგულაციების შემსუბუქებას, საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და სუბსიდიების ამოქმედებას გეგმავს.

კონკრეტულ ნაბიჯებს რაც შეეხება, ცენტრალური ბანკი უახლოეს პერიოდში ბანკებისთვის სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნებს 50 საბაზისო პუნქტით შეამცირებს, რაც დაახლოებით 142 მილიარდ დოლარს გამოათავისუფლებს საბანკო სისტემიდან.

გარდა ამისა, უძრავი ქონების ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 50 საბაზისო პუნქტით შემცირება და მინიმალური წინასწარი შენატანის მოცულობა 15%-მდე კორექტირდება.

ყველაფერთან ერთად, ჩინეთის მთავრობა წელს 285 მილიარდი დოლარის სუვერენული ვალის აღებას გეგმავს. მართალია, ჩინეთში ინვესტიციის განხორციელების მიმართ დიდი ინტერესი გლობალურ ბაზარზე აღარ არის, თუმცა ობლიგაციების შესყიდვის სურვილი ინვესტორებს მაინც აქვთ, რაც ამ ტიპის ფასიანი ქაღალდების უსაფრთხოებით, სტაბილურობითა და მაღალი პროცენტული სარგებლითაა განპირობებული.

როგორც ცნობილია, თანხის თითქმის ნახევარი ეკონომიკური ზრდის წახალისებას და კრიზისის პირას მყოფი სექტორების მხარდაჭერას მოხმარდება. ეს $285-მილიარდიანი ფისკალური პაკეტი იმ მასშტაბური გეგმის ნაწილია, რომლის ამოქმედებას ჩინეთის მთავრობა უახლოეს მომავალში გეგმავს. ცხადია, ასეთ ცვლილებებს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რის გამოც ჩინური საფონდო ბირჟა რეკორდულად იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები