მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინურმა კომპანიამ ChatGPT 4-ის კონკურენტი წარადგინა

baidu

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Baidu-მ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის უახლესი მოდელი წარმოადგინა, რომელმაც კონკურენცია OpenAI-ს მიერ შექმნილ ChatGPT 4-ს უნდა გაუწიოს.

Baidu-ს ხელმძღვანელობის განცხადებით, ERNIE 4.0-ს გამოთვლის და მონაცემების გენერაციის უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ChatGPT-ს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ჩინური ხელოვნური ინტელექტი შედარებით უფრო კრეატიულია, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი.

ERNIE-ს პრეზენტაციაზე მის მიერ გენერირებული სარეკლამო რგოლები და ხელოვნების ნიმუშებიც კი წარმოადგინეს, რამაც დამსწრე საზოგადოების აღტაცება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ChatGPT მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად ხელოვნური ინტელექტია, რომელიც Microsoft-ის შვილობილმა კომპანიამ, OpenAI-მ შექმნა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები