ჩინურმა ჰოლდინგმა CC Land Holdings Ltd ლონდონის ყველაზე მაღალი და უჩვეულო ფორმის ცათამბჯენი Leadenhall Building შეიძინა. აღსანიშნავია, რომ Leadenhall-ი ლონდონში ყველაზე მაღალი შენობაა. მისი სიმაღლე 224,3 მეტრია და მას 46 სართული აქვს. ცათამბჯენში რამდენიმე საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის ოფისი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და მომსახურების სფეროს კომპანიებია განთავსებული. შენობის გაქირავებიდან წლიური შემოსავალი 40.2 მილიონ ფუნტს ($ 51.9 მილიონი) შეადგენს.
China Daily-ის ცნობით, გარიგების ღირებულება 1.1 მილიარდი ფუნტ სტერლინგია ($ 1.5 მილიარდი).
არსებული ინფორმაციით, Leadenhall ჩინურმა დეველოპერმა British Land-სგან და კანადური Oxford Properties-სგან იყიდა. აღნიშნული გარიგება 2014 წლიდან მოყოლებული ბრიტანეთის უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესია.

























