მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩინურმა კომპანიამ ქართული კულტურის სახლის ასაშენებლად 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა"

576a6bae84f21
BM.GE
22.06.16 14:39
1646
პროვინცია ძიანგსში ჩინურმა კომპანიამ ქართული კულტურის სახლის ასაშენებლად 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით ადგილზე სულ მცირე 200 000 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდება.
 
ქუმსიშვილის განცხადებითვე, ამ ეტაპზე ჩინეთში იმყოფება სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მინისტრის თქმით ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ივლისში გაიმართება.

„ეს კიდევ ერთი ბიძგი იქნება, რომ ჩინეთთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები გავაღრმაოთ და მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ”, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები