ჩინურმა კომპანიებმა საზღვარგარეთ განთავსებული ინვესტიციების მოცულობით რეკორდი დაამყარეს. ჩინური კომპანიების მიერ 2016 წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთ განთავსებული ინვესტიციები 4-ჯერ გაიზარდა და 134 მილიარდი დოლარი შეადგინა. შესაბამისი ანგარიში საერთაშორისო აუდიტორიულმა კომპანიამ PwC და ჩინური ფონდების ასოციაციამ CAPE მოამზადეს.
ანგარიშის მიხედვით, წლის პირველ ნახევარში მილიარდზე მეტი ღირებულების 24 შეთანხმება გაფორმდა. ყველაზე მსხვილ გარიგებად კი ჩინეთის ნაციონალური ქიმიური კორპორაცია ChemChina-სა და შვეიცარულ კონცერნს Syngenta-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იქცა, რომლის ღრებულებაც 43 მილიარდი დოლარი იყო.
2016 წლის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 8 თვეში, ჩინურმა კომპანიებმა იმაზე მეტი დახარჯეს, ვიდრე გასული წლების განმავლობაში სრულად.

























