Nasdaq Golden Dragon China Index-ის ღირებულება ერთთვიან პერიოდში 12%-ითაა შემცირებული, ხოლო 2021 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით ინდექსის შეფასება 75%-ითაა შემცირებული.
განსაკუთრებით არასახარბიელო შედეგები აქვთ ისეთ მსხვილ ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორებიცაა: Alibaba, JD.com და Pinduoduo.
ჩინური კომპანიების აქციების ვარდნა პირდაპირ კავშირშია ვაშინგტონი-პეკინის გეოპოლიტიკური ურთიერთობის გაუარესებასთან. აშშ-ის მთავრობა აქტიურად განაგრძობს ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიების შევიწროებას, თავად მმართველი კომუნისტური მთავრობა კი მსოფლიოს მასშტაბით დედოლარიზაციას და საერთაშორისო სარეზერვო ვალუტად ჩინური იუანის გადაქცევას ცდილობს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ტაივანის საზღვრებთან ახლოს ჩინური შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნები უფრო აქტიურად იმართება, რაც გეოპოლიტიკური დაპირისპირების ესკალაციის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.