მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩირიფრუტი“ აშშ-ის ბაზარზე გასვლას გეგმავს

ჩჩ

ჩირიფრუტი“ აშშ-ის ბაზარზე გასვლას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა სოფო ჯიქიამ Bm.ge-თან განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის ბაზრისთვის ნიმუშები უკვე გაგზავნილია და მხოლოდ ტექნიკური მხარეა მოსაგვარებელი.

„დაინტერესება იყო და აშშ-ს ბაზარზე ნიმუშები გავაგზავნეთ. ახლა სწორედ აშშ-ის ბაზრისთვის ვმუშაობთ. ასევე, „ჩირიფრუტი“ ციფრულ სისტემას ნერგავს, რომელიც ექსპორტის მიმართულებით განვითარებაშიც დაგვეხმარება. როცა ექსპორტზე გადიხარ, ბევრი კომპონენტია გასათვალისწინებელი და ეს სისტემა დაგვეხმარება, სწორად გავაკეთოთ ანალიზი და სწორად შევთავაზოთ. საბოლოოდ ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ დიდ ბაზარზე აუცილებლად გავალთ. შეიძლება ამერიკის ბაზარზე წელსაც გავიდეთ, რადგან ნიმუშები გაგზავნილია და ტექნიკური მხარეა მოსაგვარებელი“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელი ამბობს, ამ ეტაპზე კომპანიის ახალი საწარმოს მომგებიანად ამუშავებაა.

"2024 წელი ცოტა რთული აღმოჩნდა, რადგან კომპანიამ მიზნად დაისახა საწარმოს შეძენა და მისი აღჭურვა - "ჩირიფრუტმა" ნატახტარში საწარმო ფართი შეიძინა, სადაც სარემონტო სამუშაოები, აღჭურვილობა, ნელ-ნელა შედის რომ მერე ფართო მასშტაბზე გავიდეს. გამოსავლის ძიებაში ვართ, როგორ შეიძლება პატარა სივრციდან დიდ სივრცეში გადასვლამ ზიანი კი არ მოგვიტანოს, მეტი შედეგი მოგვიტანოს. დიაგნოსტირება ჩავატარეთ, სად იყო ჩვენი სუსტი წერტილი და რაზე შეიძლებოდა აქცენტი გაგვეკეთებინა და გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ გაციფრულება აუცილებლად გვჭირდებოდა, რადგან ამის გარეშე ჩვენ სწორ ანალიზს ვერ ვახდენდით და ანალიზის გარეშე დიდი საწარმოს მართვა შეუძლებელია. ციფრული სისტემის დანერგვა დაგვეხმარება, სწორად დავინახოთ სურათი, რაც გაყიდვების ზრდაში და ახალი რესურსების მოზიდვაში დაგვეხმარება", - განაცხადა სოფო ჯიქიამ.

„ჩირიფრუტი“ ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს სთავაზობს: 80-მდე სახეობის ჩირს, ჩურჩხელას, ტყლაპებს, შოკოლადში ამოვლებულ ხილეულს, ცუკატებს, შოკოლადიან კანფეტებს და ა.შ. „ჩირიფრუტის“ პროდუქცია „გალერეა თბილისში“, „სითი მოლში“, „დუტი ფრისა“ და ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე კერძო მაღაზიაშია ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები