სააღდგომო სასაჩუქრე ნაკრებებს “ჩირიფრუტიც” ყიდის. როგორც BM.GE-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა სოფო ჯიქიამ განუცხადა, შეფუთვის ფასები 110 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს.
კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, სასაჩუქრე ნაკრებზე ძირითადი მოთხოვნა კორპორატიული სეგმენტიდან აქვთ.
“სააღდგომო კალათაში წელს ჩირიფრუტს წარმოდგენილი აქვს: პასკა, ჩირიფრუტის ტკბილეულობა, ღვინო, წითელი სანთლები და შვეიცარული შოკოლადი. ამ ყველაფერზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დიდია, რადგან დღესასწაულია და განსხვავებული საჩუქრის გაკეთება ყველას სურს.
ჩვენს სააღდგომო ტკბილეულობაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. წელს პასკა გავაუმჯობესეთ, თუმცა მასზე ფასი უცვლელი დავტოვეთ. წლევანდელი სააღდგომო პროდუქცია გასული წლისგან განსხვავებით, სპეციალურ ყუთში განვათავსეთ.” - განმარტა სოფო ჯიქიამ.