კომპანია “ჩირინა” აზერბაიჯანის ბაზარზე ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა.
როგორც ბიზნესმენი ამბობს, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს და კომპანია მოლაპარაკებებს, დაახლოებით, სამ კომპანიასთან აწარმოებს.
ვაშაკიძის პროგნოზით, 2020 წლისთვის „ჩირინა“ წარმოების 30%-40%-ით გაზრდას გეგმავს.
ამასთან, იგეგმება ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაც.
“2020 წლის დასაწყისისთვის ჩვენ ვგეგმავთ 30-40%-ით გავზარდოთ ჩვენი წარმოება. ასევე, ვაპირებთ ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას, რითაც დამატებით ღირებულებას შევქმნით. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ინტერესი ძალიან დიდია. ჩვენ ორ-სამ კომპანიასთან მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ, რათა განვახორციელოთ აზრებაიჯანში ინვესტიციები და საერთაშორისო კომპანია შევქმნათ. ესეც 2020 წლის გეგმაა“, - აცხადებს რევაზ ვაშკიძე

























