მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩირინა „ბიუ-ბიუს“ ახალი ფორმატის ბრენდულ მაღაზიებს აგვისტოდან გახსნის

64a8109701ebc
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.23 21:46
1345
კომპანია „ჩირინა“ ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნასთან ერთად, აგვისტოდან ახალი ფორმატის „ბიუ-ბიუს“ ბრენდული მაღაზიების გახსნას იწყებს. ამის შესახებ საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ და „ბიუ-ბიუს ხორცპროდუქტების სამყაროს“ სადისტრიბუციო კომპანიის მმართველმა პარტნიორმა დირექტორმა ქეთი ვაშაკიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

როგორც რევაზ ვაშაკიძემ აღნიშნა, ახალი ქარხნის წარმადობა ცვლაში 7-10 ტონაა, ანუ თუ სამ ცვლაში 20-25 ტონის წარმოებაა შესაძლებელი. ახალი პროდუქტი კი „ბიუ-ბიუს“ ბრენდის ახალ მაღაზიებში იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენ აგვისტოს დასაწყისიდან მაღაზიებს გავხსნით და ჩვენს პროდუქტს მაღაზიებში შევიტანთ. მაღაზიების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება. გარდა ამისა, პროდუქციის ცნობადობის გაზრდის შემდეგ, მას ქსელურ მარკეტებშიც შევიტანთ.

მაღაზიები პირველ ეტაპზე დედაქალაქში გაიხსნება, შემდეგ კი მოხმარების ზრდასთან ერთად რეგიონებშიც ბათუმში, ქუთაისში გავიტანთ“, - აღნიშნა რეზო ვაშაკიძემ და დასძინა, რომ ადგილობრივი ბაზრის შემდეგ კომპანია ქათმის ხორცპროდუქტების ექსპორტს აზერბაიჯანსა და სომხეთში გეგმავს.

„ბიუ-ბიუს ხორცპროდუქტების სამყაროს“ სადისტრიბუციო კომპანიის მმართველი პარტნიორი ქეთი ვაშაკიძე კი აღნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე დედაქალაქში 10 მაღაზიის გახსნა იგეგმება.

„ჩვენი საწარმო იქნება უნიკალური, რამდენადაც საკუთარი ნედლეულის ბაზა ექნება, რომლის საფუძველზე ყოველდღიურად მოამზადებს ახალი ქათმის ხორცისგან დამზადებულ ხორცპროდუქტებს, მათ შორის სოსისი, ძეხვეული, ნაგეთსი, შნიცელი, კოტლეტი და ა.შ.

დედაქალაქში დაახლოებით 10 ახალი ფორმატის ბრენდული მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ, სადაც ჩვენი პროდუქტის რეალიზება მოხდება“, - აღნიშნა ქეთი ვაშაკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები