მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩირინა: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეცდომაა

5a940bea84b88
BM.GE
26.02.18 17:29
1598
"ვფიქრობ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეცდომაა", - ამის შესახებ "საქმიან დილას" კომპანია "ჩირინას" ხელმძღვანელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა და დასძინა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის ბაზარზე შესვლას ცდილობს, რომელიც ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანია, მაშინ პირველ რიგში, ევროკავშირის ბაზარს უნდა დაუახლოვდეს.

"საქართველოს ევროკავშირთან ვალდებულებები აქვს და მათი მოთხოვნები საკმაოდ მძიმე შესასრულებელია. ევროკავშირი თავად საზღვრავს ურთიერთობას ვისთან დაიჭერს. ვინც მის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, იმ ქვეყნის პროდუქცია მის ბაზრებზე ვერ მოხვდება. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება მაგალითად, ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი. რადგან ჩვენ ვალდებულებები ავიღეთ, ჩვენმა მეწარმეებმა ამ მიმართულებებით უნდა იმუშაონ და საქართველოს ბაზარი ზოგიერთი ქვეყნისთვის ნაგვის ყუთი არ უნდა გახდეს", - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

მისივე ინფორმაციით, ინდოეთთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა საქართველოს მწარმოებლებისთვის დამღუპველია და ამ მიმართულებით ინვესტიციები საერთოდ აღარ განხორციელდება. მთავარ რისკად ვაშაკიძე იქიდან წამოსულ ექსპანსიასა და ჩვენი ბაზრის დაუცველობას ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები