მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩირინა": პროდუქციის თვითღირებულება გაიზრდება, თუმცა ფასს ვერ გავზრდით

5b967f66b7afa
მაია ბიწაძე
10.09.18 19:00
1015
გადაწყვეტილება, რომელის თანახმადაც 15 სექტემბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხორბლის და ხორბალ-ჭვავის იმპორტი აიკრძალება, ქათმის ხორცის თვითღირებულებას გაზრდის, - ამის შესახებ კომპანია ,,ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ გნაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, კომპანია ვერ გაზრდის პროდუქციის ფასს ადგილობრივ ბაზარზე, რადგან ეს გაყიდვების შემცირებას გამოიწვევს. კომპანია "ჩირინას“ პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი გახდება საექსპორტოდაც.

"ჩვენ, კომპანია ,,ჩირინამ“, 6 ათასი ტონა ხორბალი შევიძინეთ წელს, დაახლოებით 43-44 თეთრი იყო კილოგრამის ღირებულება, როდესაც ეს დადგენილება გაჟღერდა, საფურაჟე ხორბლის ფასი 12-14 თეთრით გაიზრდა.

ეს გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების გაზრდას, ჩვენ პრობლემები შეგვექმნება ხორცის ექსპორტზეც, 400-500 ტონა ხორცის ექსპორტს ვახორციელებთ და დავკარგავთ კონკურენტუნარიანობას. რაც შეეხება საქართველოში პროდუქციის გაყიდვას, ვერ გავზრდით ფასს, რადგან ეს ძალიან შეამცირებს მსყიდველუნარიანობას“ - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

მისივე განმარტებით, ისევე გაურკვეველია "ჩირინას“ ჯიხურების ბედი, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანშია განთავსებული და რომლის ნაწილის აღებასაც კომპანიას თბილისის მთავრობა სთხოვს.

"ჩვენ ველოდებით კომუნიკაციას ქალაქის მერთან, მინდა ვაჩვენო რა საწარმოზეა საუბარი, მინდა ნახონ რომ ეს არის ფლაგმანი საქართველოს სოფლის მეურნეობაში. უნდა დაწესდეს გარკვეული შღავათები არა კომპანიისთვის, არამედ მოსახლეობისთვის, რადგან ჩვენ გვყავს ბევრი მომხმარებელი, რომელიც დიდ დისკომფორტს მიიღებს ამ გადწყვეტილების შედეგად", - განაცხადა ვაშაკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები