მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჭიტა" მე-19 ფილიალს თელავში ხსნის

ჭიტა

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“ თელავში ახალ ფილიალს ხსნის. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ხათუნა ჩხიკვაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, გრანდიოზული გახსნა 5 დეკემბერს იგეგმება და ეს იქნება ბრენდის რიგით მე-19 ობიექტი საქართველოში.

„ჭიტა“, რომლის ისტორია 1996 წლიდან იწყება, ქსელში 10 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აერთიანებს და ჯამში, 200-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. კომპანია გარდა ფიზიკური სივრცეებისა, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ონლაინ მიწოდებას.

ჩხიკვაძის თქმით, ახალი ფილიალის ადგილი, ონლაინ შეკვეთების ანალიზის საფუძველზე შეირჩა.

„მომხმარებლების აქტიურობამ გვაჩვენა, რომ თელავის მიმართულება ძალიან მოთხოვნადია. შესაბამისად, ეს ლოკაცია არჩევის ძირითადი მიზეზი გახდა.

გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს მრავალი აქცია, სიახლე, გასართობი აქტივობები და ანიმატორებიც დახვდება, ამიტომ ველოდებით ჩვენს თელაველ მომხმარებლებს“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, თელავის ფილიალში უკვე 7 ადგილობრივი თანამშრომელი დასაქმდა, ხოლო მომარაგებაზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, რაოდენობა 10–15 თანამშრომლამდე გაიზრდება.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში „ჭიტამ“ რებრენდინგიც განახორციელა – განახლდა ლოგო და ეტაპობრივად ტრანსფორმირდება ფილიალების ვიზუალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები