მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჭიტა”: სათამაშოების გაყიდვები შეგვიმცირდა

60842a0dc3b44
ლიკა გურაბანიძე
25.04.21 09:30
1504
2020 წელს სათამაშოების ქსელის - „ჭიტას“ გაყიდვები შემცირდა. როგორც bm.ge-ისთან “ჭიტას” მარკეტინგის მენეჯერმა განცხადა, პროდუქციის რეალიზაციაზე უარყოფითი როლი პანდემიამ ითამაშა.

„სათამაშოების რეალიზაციისთვის ყველაზე აქტიურ პერიოდში - ნოემბერსა და დეკემბერში მაღაზიების დახურვა მძიმე აღმოჩნდა“, - ამბობს თამარ წითელაშვილი.

ამასთან, მისი თქმით, “ჭიტას” პანდემიურმა შეზღუდვებმა და „ლოქდაუნებმა“ ელექტრონული კომერციის განვითარების აუცილებლობა დააჩქარა, რაც ადრე ნაკლებად პრიორიტეტული იყო. “როდესაც მაღაზიები იხურება, ჩვენი ონლაინგაყიდვების ზრდის სტიმულირება ხდება, ხოლო როდესაც მაღაზიები იხსნება, ონლაინგაყიდვებიც იკლებს. ბუნებრივია, ონლაინ გაყიდვებით მიღებული შემოსავალი ფილიალებიდან მიღებული გაყიდვების შედეგს ვერ აკომპენსირებს“, - განაცხადა თამარ წითელაშვილმა.

bm.ge-ისთან “ჭიტას” მარკეტინგის მენეჯერმა ისიც აღნიშნა, რომ კომპანიას სათამაშოების გაძვირებაც მოუწია და ამის მთავარი მიზეზები ლარის კურსის გაუფასურება და ლოგისტიკის გაზრდილი ხარჯებია.

„შედეგად, სათამაშოების გაძვირება მოგვიწია, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ ფასების დაჭერას, რასაც მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ვახერხებთ”, - აღნიშნა თამარ წითელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები