მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩიზქეიქერმა" სააღდგომოდ შეკვეთების მიღება დაიწყო - რა ღირს ტრადიციული და ხაჭოს პასკები?

ჩიზქეიქი

საკონდიტრო „ჩიზქეიქერი“ სააღდგომოდ პასკების წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო. როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი ვეკო დოდაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, წელს განსაკუთრებული აქცენტი ხელნაკეთი ხაჭოს პასკების რაოდენობის გაზრდაზე კეთდება, რათა ისინი ფართო მასებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

მისი თქმით, გასულ წელს პასკებმა განსაკუთრებული პოპულარობა დაიმსახურა, რის გამოც კომპანიამ გადაწყვიტა მათი წარმოება წელს უფრო მასიური გახადოს.

„შარშან პირველად გამოვუშვით ხაჭოს პასკები - ფისტა-შოკოლადით და ალუბლებით. ასევე, თეთრი შოკოლადით, თხილეულით და ჩირეულით. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ წელს გადავწყვიტეთ, მათი რაოდენობა მაქსიმალურად გაგვეზარდა და მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო. წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია და დაახლოებით 5 აპრილამდე ვეცდებით შეკვეთების რაოდენობის დაგროვებას“, – აცხადებს ვეკო დოდაშვილი.

მისივე ინფორმაციით, პასკები მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით, ხელით მზადდება, რაც მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ფასები წინა წელთან შედარებით მხოლოდ მინიმალურად გაიზარდა: ტრადიციული პასკები 30 ლარიდან იწყება, ხაჭოს პასკები კი - 34-დან 39 ლარამდე, წონისა და გემოს მიხედვით. ხაჭოს პასკა 500 -გრამიანია, ტრადიციული პასკის წონა დაახლოებით 850 გრამია.

"ჩიზქეიქერის" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ფასების მცირე კორექცია განპირობებულია შუამავალ კომპანიებთან დაკავშირებული საკომისიოების ზრდით და ინგრედიენტების გაძვირებით, თუმცა ბრენდი მაინც ცდილობს მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს და პროდუქცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები