მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩხრეკა საფრანგეთის კულტურის მინისტრის სახლში სფეროში ღრმა კრიზისის ფონზე

დატი

ფრანგული მედიის თანახმად საფრანგეთის კულტურის მინისტრის სახლში და ოფისებში 18 დეკემბერს ჩხრეკა ჩატარდა. რაშიდა დატის ბრალად ედება 2010-იანი წლების დასაწყისში ევროპარლამენტის წევრობისას კორუფციულ სქემაში მონაწილეობა.

დატი უკვე თვეებია საზოგადოების კრიტიკის სამიზნეა. რაც მუზეუმების ძარცვით, ცუდი ინფრასტრუქტურით, ჭარბი ტურიზმით და ქვეყნის ყველაზე ცნობილ კულტურულ დაწესებულებებში არასათანადო მენეჯმენტითაა გამოწვეული. კულტურული კრიზისი ქვეყანაში უფრო და უფრო მწვავდება.

გასული თვის განმავლობაში, რაც ლუვრი კვლავ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია, რაც სულ უფრო მეტი ინფორმაცია საჯაროვდება მსოფლიოში ყველაზე ვიზიტირებადი მუზეუმის სამარცხვინო მდგომარეობის შესახებ, რასაც 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ღირებულების საიმპერატორო სამკაულების ქურდობა მოჰყვა, დათი მისდამი ბრალდებებს უარყოფს, საარჩევნო კამპანიას აწარმოებს და მომავალ წელს პარიზის მერად არჩევისთვის ემზადება.

რაშიდა დატის კორუფციაში ედება ბრალი, კერძოდ მის მიერ 2010-2011 წლებში, ევროპარლამენტის წევრობისას, ენერგეტიკული კომპანია GDF Suez-ისგან 300 000 ევროს ოდენობით დაუდეკლარირებელი თანხის მიღებაში.

მოვლენების პარალელურად ლუვრის წინ 15 დეკემბერს, ორშაბათს დაწყებული პროტესტი არ შეჩერებულა. მართალია ადმინისტრაციამ თანამშრომლების მობილიზაცია შეძლო რომ მუზეუმს მუშაობა გაეგრძელებინა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ვიზიტორებს ამ ეტაპზე ლუვრის მხოლოდ ყველაზე ცნობილი დარბაზების დათვალიერება შეუძლიათ. მოქმედი და ყოფილი დირექტორები კი კულტურის კომიტეტის მიერ 17 დეკემბერს გამართული დაკითხვისას ბრალს ერთმანეთს სდებდნენ.

კონტექსტისთვის ლუვრის თანამშრომლების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო რაც კულტურის სამინისტროსა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. პროფკავშირებისთვის კულტურის სამინისტროს შეთავაზება ასე გამოიყურებოდა: დაგეგმილი თითქმის €7 მილიონიანი ბიუჯეტის შემცირების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა, დამატებითი თანამშრომლების აყვანა და არსებული თანამშრომლების ანაზღაურების გაზრდა, თუმცა პროფკავშირებმა ამ შეთავაზებას არადამაკმაყოფილებელი უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები