მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭკვიანი სახლი, გამწვანებული გარემო და ინდივიდუალური საცურაო აუზები - რას სთავაზობს მომხმარებლებს “წავკისი პარკის” პროექტი?

დაუმეზობლდით ბუნებას
22.01.24 11:34
2686

თბილისის ცენტრიდან 7 წუთის სავალზე, “წავკისის ველის” დასრულებული კომპლექსის ტერიტორიაზე კომპანია “ჰორიზონტ კაპიტალი” ინოვაციურ, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ უბანს აშენებს, რომელიც სრულად აღემატება თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებს და ცხოვრებისათვის იდეალურ გარემოს ქმნის.

12 000მ²-ზე გაშენებული “წავკისი პარკი” სრულად არის დისტანცირებული ურბანული ხმაურისგან და მობინადრეებს ეკოლოგიურად სუფთა, რეკრაციული სივრცეებითა და გამწვანებით დატვირთულ ინოვაციურ სახლებს სთავაზობს.

“წავკისი პარკი” ყველა სხვა არსებული პროექტისგან განსხვავდება: ის “წავკისი ველის” ტერიტორიაზე შენდება, რაც ნიშნავს, რომ ადგილზე უკვე მოწესრიგებულია ყველანაირი ინფრასტრუქტურა, დაგებულია გზები და შეყვანილია საკომუნიკაციო არხები. “წავკისის ველი” უკვე რამდენიმე წელია არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დასახლება და აქ მუდმივ ცხოვრებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.

“პროექტის განსაკუთრებული უპირატესობა, რასაც ანალოგი არ აქვს, თითოეული სახლის ბოლო სართულზე, ტერასაზე, მოწყობილი საცურაო აუზია. გარდა ამისა, თითოეული სახლიდან იშლება პანორამული ხედები თბილისზე და მოწყობილია ზამთრის ბაღი. დასახლებას ასევე აქვს საერთო მოხმარების საპარკინგე სივრცე, რომელიც 5 000მ²-ზე იქნება გაშენებული”, - ამბობს გეგი ვასაძე, “ჰორიზონტ კაპიტალის” დირექტორი.

“წავკისი პარკის” დასახლებაში თითოეული სახლი “ჭკვიანი სახლის” ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, კომპანია პრემიუმ კლასის სარემონტო მასალებს იყენებს და ნებისმიერ მცხოვრებს ახალი სახლი კოსმეტიკურ რემონატამდე მიყვანილ მდგომარეობაში ბარდება.

“წავკისი პარკის” უნიკალურ, თანამედროვე არქიტექტურასა და მის უპირატესობებზე პროექტის არქიტექტორი, ირაკლი აბაშიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაგეგმარების ეტაპზე კომპანიისათვის ტერიტორიის ინოვაციური წყობა და სარეკრეაციო სივრცეების შენარჩუნება იყო.

“ჩვენი ამოცანა იყო, რომ თითოეულ სახლს თავისი მწვანე ზონა ჰქონოდა და შენობები პერიმეტრის გარშემო ისეა განაწილებული, რომ შუაში დიდი სარეკრეაციო სივრცე რჩება. გარდა ამისა, თითოეულ სახლს თავისი ინდივიდუალური წინა და უკანა გამწვანებული ეზოები აქვს, რაც ასევე იშვიათია მსგავსი ტიპის დასახლებებში.

ჩვენ მიერ ჩატარებულმა სატრანსპორტო კვლევის შედეგებმა საშუალება მოგვცა, პროექტისთვის იმაზე მეტი საპარკინგე სივრცე გამოგვეყო, ვიდრე ამის აუცილებლობა არსებობდა ისე, რომ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დისკომფორტი არ შეგვექმნა და გზები არ გადაგვეტვირთა”, - ამბობს ირაკლი აბაშიძე.

გარდა ინფრასტრუქტურული უპირატესობებისა და გამორჩეული ლოკაციისა, “წავკისი პარკს” მცხოვრებლების საჭიროებებზე მორგებული სერვისებიც გამოარჩევს, როგორებიცაა:

  • 24-საათიანი დაცვის სამსახური
  • ვიდეო დაკვირვების სისტემა
  • სახანძრო სისტემა
  • საერთო მოხმარების სივრცეების დასუფთავება
  • რეკრეაცია
  • ირეგაცია
  • ელექტრომობილების დამტენი

“წავკისი პარკის” პირველი ფაზის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად საერთო საინვესტიციო მოცულობა კი 15 მილიონ ლარს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები