მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჭკვიანი სახლის სისტემებზე მოთხოვნა იზრდება" - რა ტიპის დეველოპერები ნერგავენ „ჭკვიანი სახლის“ სისტემებს პროექტებში?

სმარტერი აბულაძე

კომპანია „სმარტერის“ მმართველი პარტნიორის დიტო აბულაძის თქმით, დეველოპერების მხრიდან ჭკვიანი სახლის სისტემებზე მოთხოვნა იზრდება.

როგორც კონფერენცია „გრემოზე“ აბულაძემ განაცხადა, დღეს დეველოეპრები უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ პროექტებში იმ ენერგოეფექტური მასალებისა და გადაწყვეტების გამოყენებას, რაც მობინადრეების კომფორტს უზრუნველჰყოფს.

„2016 წელს პირველად როცა მქონდა დეველოპერებთან საუბარი ჭკვიან სახლზე, მივხვდი რამდენად ადრე იყო ჯერ კიდევ ამ ბაზრისთვის ინოვაციური სისტემები. დღეს ვართ იქ, რომ დეველოპერი, რომელიც საშუალოზე მაღალ კლასს აშენებს, ითვლება რომ პროექტში რაღაც ინოვაციური კომპონენტი უნდა ჰქონდეს.

ძირითადად ეს არის ჭკვიანი სახლის პრინციპები, სადაც დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჭკვიანი კარის სისტემები, განათების მართვა, გათბობის მართვა, რაც პასუხობს კომფორტს, ენერგოეფექტურობას, უსაფრთხოებას.

და ასევე საერთოს სივრცეების ნაწილში. თავიდან დეველოეპრები არც თუ ისე დიდ ყურადღებას ამახვილებდნენ საერთო სივრცეების თუ ლიფტის მართვაზე, დღეს უკვე ეს სტანდარტია,“ - განაცხადა აბულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები