"აწარმოე საქართველოს'' 1-2 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკაზე აისახოს,- ასე პასუხობს ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი "საქმის კურსის" კითხვას, როგორ აფასებს პროექტ "აწარმოე საქართველოს" და როდის აისახება ეკონომიკაზე მისი შედეგები.
მისი შეფასებით, პროექტი საკმაოდ ეფექტურია.
"წარმოება ეს არ არის კონკრეტულად შემოსაზღვრული პროდუქტი, ის ზოგადად გრძელვადიანი პროექტია. პირველი ეფექტი რაც შეეხება დასაქმებას, მე მგონია, რომ ეს სახეზეა, იმიტომ რომ საკმაო რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს გაკრვეული დრო სჭირდება, რომ ბიუჯეტში აისახოს. ზოგადად, ნებისმიერი ინიციატივა და მიმართულება, რომელიც სახელმწიფოსგან იქნება განხორციელებული და მიმართული იქნება ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, არ შეიძლება, რომ არ აისახოს ბიზნესის განვითარებაზე და შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე", - განაცხადა ბიზნესმენმა

























