მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩოგბურთელთა საპრიზო შემოსავლები - ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი 2026 წელს?

ATP შემოსავლიანი ჩოგბურთელები

2026 წელს ჩოგბურთელთა საპრიზო შემოსავლების რეიტინგს ალექსანდრ ზვერევი ლიდერობს. გერმანელმა ჩოგბურთელმა მიმდინარე სეზონში 18.18 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ზვერევმა აშშ-ის ღია პირველობის მოგებისთვის 5.5 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო ივნისში, საფრანგეთის ღია პირველობაზე გამარჯვებისთვის, მისი შემოსავალი კიდევ 3.27 მილიონი დოლარით გაიზარდა. ორივე ტურნირის ჩემპიონებისთვის განკუთვნილი საპრიზო თანხა წინა წელთან შედარებით 10 პროცენტით იყო გაზრდილი.
გარდა ამისა, გერმანელი უიმბლდონის ფინალში გავიდა, ავსტრალიის ღია პირველობაზე კი ნახევარფინალს მიაღწია.

საერთო ჯამში, კარიერის განმავლობაში გამომუშავებული საპრიზო თანხით ზვერევი ყველა დროის რეიტინგში უკვე მეხუთე ადგილზეა - მის ანგარიშზე 78.8 მილიონი დოლარია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სლემის მხოლოდ ორი ტურნირი აქვს მოგებული.

მოედანზე გამომუშავებული თანხით მეორე ადგილზე კარლოს ალკარასია, რომელმაც 2026 წელს 12.55 მილიონი დოლარი მიიღო.

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა თებერვალში ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, თუმცა ტრავმის გამო სეზონის ოთხი თვე გამოტოვა. აშშ-ის ღია პირველობაზე დაბრუნების შემდეგ ესპანელმა ბოლო ხუთი ტურნირიდან ოთხის მოგება შეძლო. მათ შორის იყო ATP Finals, რომლის გამარჯვებამაც მის შემოსავალს დამატებით 5.17 მილიონი დოლარი შემატა.

2026 წლის შემოსავლების მიხედვით მესამე პოზიციას იანიკ სინერი იკავებს. იტალიელმა ჩოგბურთელმა 11.61 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

25 წლის სინერმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ პირველი ხუთი Masters 1000-ის კატეგორიის ტურნირი მოიგო. თითოეული გამარჯვებისთვის მან მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, თუმცა ტრავმის გამო სეზონის თითქმის ნახევრის გამოტოვება მოუწია.

ქალთა შორის კი 2026 წელს ყველაზე მეტი საპრიზო თანხა ელენა რიბაკინამ გამოიმუშავა - 11.13 მილიონი დოლარი.

საერთო ჯამში, 2026 წელს კორტზე გამომუშავებული საპრიზო თანხით მინიმუმ 2 მილიონი დოლარის მიღება 62 ჩოგბურთელმა შეძლო. მათ შორის 27 ქალი და 35 კაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები