მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩოხატაური-ოზურგეთის გზაზე სავალი ნაწილი ჩაინგრა - აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა

ჩანგრეული გზა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო- ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე (სოფ. ბუკნართან), ადიდებულმა ხევმა არსებული მილხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა.

აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები