მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩოხატაურის ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება - პროექტის ბიუჯეტი ₾176 000

ნაგავსაყრელი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” ჩოხატაურის არსებული ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. სამუშაოების ფარგლებში, ნარჩენები იფარება საიზოლაციო ფენით, ეწყობა შიდა გზები და მიწაყრილები (მიწის კავალიერები). ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულება. პროექტის ბიუჯეტი 176 000 ლარია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორი გიორგი შუხოშვილი სამტრედიისა და ჩოხატაურის მოქმედი ნაგავსაყრელების სარეაბილიტაციო და ოპერირების სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ნარჩენების სწორი მართვის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებს სისტემატურად უტარდება, რაც უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ნარჩენების უსაფრთხო განთავსებასა და მართვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები