მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საქმეზე მაია ცქიტიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

მაია ცქიტიშვილი

სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დღეს პროკურატურაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მივიდა. ცქიტიშვილი გამოძიების კითხვებს ცოტა ხანში უპასუხებს — ის პროკურატურაში გამოცხადებული მეოთხე ყოფილი ჩინოსანია.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მედიასთან კომენტარს გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს. პროკურატურაში შესვლამდე მან დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.

საქმეზე გამოძიება 2019 წლის 24 აგვისტოს ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილებას უკავშირდება. პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი შესწავლის საგანი ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას იმ დროინდელი ქმედებებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები