მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი შაბათს გაიხსნება

577e5a9f170aa
BM.GE
07.07.16 17:33
2240
9 ივლისს, 11:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი (ქუთაისის შემოვლითი - სამტრედის გზის 9 კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი) გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალმიმართულებაზე გადაერთვება.
 
ახალ საგზაომ ონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი გახსნიან.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს დახელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები