ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი - აგარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიანი გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სატრანსპორტო ქსელის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს ბევრი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც შეძლებენ, ისარგებლონ ჩქაროსნული მაგისტრალით.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ მორიგი მონაკვეთი უნდა გავხსნათ- ეს არის აგარა- ზემო ოსიაურის მონაკვეთის უდიდესი ნაწილი. ძალიან კარგია, რომ ეს ხდება დღეს, ვინაიდან დღეს არის ბევრი ტურისტი ჩამოსული საქართველოში და როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჩამოსული სტუმრები ისარგებლებენ ამ გზით. პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში დღეს იგეგმება დიდი კონცერტი ბათუმში და უკვე შესაძლებელი იქნება ამ გზით სარგებლობა,"- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა გზის გახსნა ასევე მიულოცა ადგილობრივ მაცხოვრებლებს. მისი თქმით, ჩქაროსნული მაგისტრალი მნიშვნელოვან როლს ეკონომიკის განვითარებაში.
"მინდა ასევე მივულოცო ადგილობრივ მაცხოვრებლებს. 500-ზე მეტი ადამიანია ადგილობრივი დასაქმებული მარტო ამ მონაკვეთზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები საცხოვრებელი ადგილის მიტოვების გარეშე შოულობენ თავიანთ სარჩო-საბადებელს , თავიანთ ოჯახებს ინახავენ, ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა, იმისთვის კეთდება, რომ საგზაო არტერიების განვითარებასთან ერთად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის რეგიონები და ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ, ყველანი ერთად ავაგუგუნებთ საქართველოს,"- აღნიშნა პრემიერმა.

აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი ე.წ „აბრეშუმის სარტყელის“ შემადგენელი ნაწილია და ევროპა-აზიის გავლით, ჩინეთში სატრანზიტო მიმოსვლის მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს. აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთიდან დღეს გაიხსნა 7 კილომეტრი, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 2 სატრასნპორტო კვანძი, 2 პარალელური ხიდი და 2 გზაგამტარი. მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი.
გზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი დაესწრნენ.