მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის ფასიანი მონაკვეთის პროექტის შემუშავებაზე კვლევა ჩატარდება

579b437bb3c72
BM.GE
29.07.16 15:44
2725
ოსიაური-ჩუმაჩელეთის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ამ ეტაპზე ტენდერი მიმდინარეობს. მისივე თქმით, ჩუმაჩელეთი-არგვეთის დაახლოებით 50 კილომეტრიან მონაკვეთზე ამ ეტაპზე პროექტის შემუშავებაზეა ტენდერი გამოცხადებული, რომელსაც დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. სეთურიძეს განცხადებით, პროექტი საკმაოდ რთულია და მის მაქსიმალურად კარგად შესრულებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება. აღნიშნულ მონაკვეთზე, მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი ასევე სავარაუდოდ მომავალ წელს გამოცხადდება.

"ყველა იმ მონაკვეთზე, რომელიც დაანონსებული იყო სივრცითი განვითარების ფარგელბში, პრემიერის და მთავრობის მიერ, ტენდერია გამოცხადებული, მომავალი წლის ივლისიდან უკვე დაიწყება პროექტების შემოსვლა და სამშენებლო ტენდერების გამოცხადება იმ მონაკვეთებზე სადაც დაფინანსება გვექნება მიღებული.

ძირითადი დაფინანსება დონორების მხრიდან იქნება“, - ამბობს გიორგი სეთურიძე. მისივე თქმით, 4 პროექტის, - თუშეთის, სვანეთის, რაჭა-იმერეთის და საირმე-აბასთუმნის საპროექტო სამუშაოები მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტიდან დაფინანსდება, უშუალოდ სამუშაოების შესრულების უმეტესი ნაწილი კი დონორებისგან დაფინანსდება.

რაც შეეხება ჩქაროსნული მაგისტრალის ფასიან ნაწილს, საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ საკითხზე სპეციალური კვლევა უნდა ჩატარდეს.

"ჩვენ ვმუშაობთ რომ მოვიძიოთ სახსრები რათა დაფინანსდეს კვლევა, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს საქართველოში ფასიანი გზით სარგებლობის გადასახადის გადახდა. კვლევა საკმაოდ სოლიდური იქნება, საერთაშორისო ტენდერი იქნება და ვიმედოვნებთ რომ მსოფლიო ბანკი დააფინანსებს“, - ამბობს გიორგი სეთურიძე.

მისივე თქმით, საგაზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისი-ბათუმის მონაკვეთის დაფარვა 3,5 საათში იქნება შესაძლებელი, თბილისი-ლარსის 1,5 საათში, იმერეთიდან რაჭის მიმართულებით მონაკვეთის დაფარვა 1 საათში მოხდება, ხოლო საირმე-აბასთუმნის მონაკვეთისაც მაქსიმუმ 1 საათი დასჭირდება. თბილისიდან ქუთაისამდე ჩასვლისთვის 2 საათი იქნება საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები