მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდილოვანი ეკონომიკის კუთხით განსაკუთრებით რესტორნები და სასტუმროები გამოირჩევიან - გოგიტა თოდრაძე

ფასების ინდექსი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მცირდება. გოგიტა თოდრაძის თქმით, მაჩვენებელი 13%-ია.

"თუ დავაკვირდებით ბოლო ტენდენციას, დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი მთლიან ეკონომიკაში შემცირების ტენდენციით ხასიათდება და 13%-ის ფარგლებშია. ესეც დაბალი მაჩვენებელი არ არის და ვაგრძელებთ რეგულარულ სამუშაოებს", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის კუთხით განსაკუთრებით სტუმარმასპინძლობის სექტორი გამოირჩევა, სადაც საქსტატის შეფასებით, სექტორის 50% საგადასახადო დაბეგვრის მიღმაა. ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მაღალია უძრავი ქონების სექტორშიც.

"ბოლოს სხვადასხვა სახის მომსახურების სექტორის: სილამაზის სალონების მომსახურება, სარიტუალო მომსახურება, კვლევა ჩავატარეთ. 4-5 წლის განმავლობაში მოვიცავით ყველა სექტორი. შედარებით მაღალია სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, დაახლოებით 50%-ია დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი. მაღალია ვაჭრობაში, უძრავი ქონების სექტორშიც. საფინანსო სექტორსა და ენერგეტიკაში შედარებით დაბალია", - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში” აღნიშნავენ, რომ ტენდენცია განსაკუთრებით მცირე განთავსების ობიექტებში შეინიშნება, რესტორნებში კი ნაკლებად. ფედერაციის დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის თქმით, დაუბეგრავად ე.წ გესტ ჰაუსები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ოპერირებენ.

"ძირითადი თემა არის რეგიონებში არსებული გესტ ჰაუსები. მათი 80% ამ ეტაპზე შავად მუშაობს და პირდაპირ ვიძახი, მეც რომ ვიყო, ეგრე ვიზამდი. როგორც კი ეს ხალხი ოფიციალურ შპს-დ ან იურიდიულ პირად დარეგისტრირდება, მათი გადასახადები კომუნალურებზე სამმაგდება და ტარიფი ათმაგდება. რესტორნების შემთხვევაში ნაკლებადაა ეს პრობლემა, მაგრამ რეგიონებში უფრო შეინიშნება", - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები